Tuesday, July 14, 2015

ტრენინგის  მე-9  დღე:  გავეცანი  ინტელის  ძირითად  კურსს.  კურსის  მიზანი  იყო  პროექტზე  დაფუძნებული  სწავლება  და  პროექტის  მონახაზი.  ძირითად  აქტივობებს  წარმოადგენდა:  პორტფოლიოს  კომპონენტის  გაცნობა,  სტატიის  მომზადება  პროექებით  სწავლების  თემაზე  და  მისი  გამოცემა  ჩვენი  პროექტის  შესაბამისი  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  შერჩევა,  საპროექტო  იდეების  გენერირება  და  რეფლექსია  ჩვენს  ბლოგზე.  გავეცანით  მოდული  1,2,3,4,5,6,7,8.  ამ  კურსის  გავლით  შევიძინე  ცოდნა  და  მივიღე  საკმაოდ  ბევრი გამოცდილება

Monday, July 13, 2015

ტრენინგის  მე-8  დღე:  შევისწავლეთ  მოდული  7.გავეცანით  ფასილიტაციას  ტექნოლოგიებით,  რა  მნიშვნელობა  ენიჭება  კითხვების  დასმას  მოსწავლეთა  ჩართულობისა  და  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარების  წახალისებისათვის,  როგორ  უნდა  შევქმნათ  ფასილიტაციის  რესურსები,  რა  არის  საჭირო  წარმატებული  სასწავლო  პროექტის  განხორციელებისათვის.
ლენა  ბიწაძის  პროექტის  პორტფოლიოს  სანახავად  იხილეთ  ბმული.
ტრენინგის მე-9

Sunday, July 12, 2015

ტრენინგის  მე--7  დღე:  გავეცანი  მე-5  მოდულს  სადაც  შეფასებებზეა  საუბარი.  გავეცანი  გამოყენებული  თვითშეფასების  რეფლექსიას,  კოლაბორაციულ  შეფასებას.  ასევე  გადავხედეთ  პროექტის  მახასიათებელ  ჩეკლისტს.  გავეცანი  ფორმატს  თუ  როგორ  ხდება  საინფორმაციო  ბიულეტენზე  ქულების  მინიჭება.  დღევანდელი  ტრენინგი  საინტერესო  იყო  ჩემთვის.



ტრენინგის  მე-6  დღე:  შევისწავლეთ  დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისათვის,  ასევე  გავეცანით  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომებს,  შევისწავლეთ  პორტფოლიოს  რუბრიკის  გამოყენება.  შევქმენით  მოსწავლის  ნაშრომი.  ეს  დღე  იყო  საკმაოდ  მნიშვნელოვანი  და  საკმაოდ  წარმატებული  ჩემთვის.

Monday, July 6, 2015

ტრენინგის  მე-5  დღე:  დღეს  ვისაუბრეთ  პროეცტში  გამოყენებული  ლიტერატურის
შესახებ,  გავეცანით  საავტორო  უფლებებს,  როგორ  ხდება ინტერრესურსების  მოძიება  და  საძიებო  სისტემების  გამოყენებას  გავეცანი.  დრევანდელი  დრე  იყო  ბევრისმომცემი  ჩემთვის.

Wednesday, July 1, 2015

ტრენინგის  მე-4  დღე:  გავეცანით  მოდული  2,  ასევე  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს,  შევისწავლეთ  შეფასების  5  სტრატეგია,  რომელიც  სიახლეს  წარმოადგენდა  ნამდვილად.  დღევანდელი  დღე  იყო    მრავალფეროვანი  და  საინტერესო.